მთავარი

      სიკეთესა და სილამაზეში ვხედავ სილამაზესა და ამ სილამაზით პატარების გულები მინდა გავამშვენიერო. ,,ჩემს სცენაზე“ ფარდა არასდროს იხურება. ყოველთვის ვეძებ ახალს და მუდმივად საოცრების მოლოდინში ვარ და ეს საოცრება პატარების აკიაფებული თვალებია. ვცდილობ, არ დავიღალო, ენერგია გავაათკეცო, მათი თვალებით დავინახო სამყარო და თვით  ჩემი თავიც კი.
   მე ვიცი,რომ შემიძლია ადამიანს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო. მე მიყვარს ბავშვი და ყოველთვის მათი გულებითა და თვალებით ვიხედები. მიყვარს მათთან ფუსფუსი და თანამშრომლობა--ეს არის ის,რისი კეთებაც მომწონს.

   მე ვარ მასწავლებელი და ეს არის ჩემთვის ბედნიერება.



            ბლოგის მიზანი:

    ჩემი ბლოგი ხელსაყრელია ქართული ენის პედაგოგებისათვის. მასში განთავსებულია ჩემ მიერ შედგენილი  ენისა და ლიტერატურის ტესტები, ასევე გაკვეთილის გეგმები, შექმნილი რესურსები, ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებელია მასწავლებელმა მოირგოს და გამოიყენოს თავისი გაკვეთილისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий