როგორ უნდა დავამუშაოთ ლექსი შესაბამისი მითითების მიხედვით?
სქემა: ავტორი, სათაური (დაწერის თარიღი, თუკი ცნობილია/გვახსოვს)
შექმნის ისტორია (ვის მიეძღნა ლექსი, არის თუ არა რაიმე საინტერესო ფაქტი ცნობილი დაწერის მიზეზსა თუ მიზანზე…)
მიეკუთვნება თუ არა პოეტი რომელიმე ლიტერატურულ დაჯგუფებას, მიმ- დინარეობას და ჩანს თუ არა ამ კონკრეტულ ლექსში ამ ლიტერატურული დაჯგუფების/მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
თემა, იდეა, ძირითადი აზრი – მოკლედ – რაზეა ლექსი.
შესაძლებელია მოკლე პერიფრაზი ან საკვანძო ადგილების ციტირება.
მხატვრული საშუალებების მიმოხილვა: ტროპის სახეები (ეპითეტები, შე- დარებები, გაპიროვნება, მეტაფორა, ჰიპერბოლა…)
მხატვრული ხერხები – ალიტერაცია, ალეგორია, ალუზია… ლირიკული გმირი (ავტორი თავადაა თუ ვისიმე პირით გადმოსცემს სათქ- მელს…) ლექსის ფორმა, გარეგნული საბურველი (რითმა, რიტმი…)
ხშირად მოსწავლეებს უჭირთ აბზაციდან აბზაცზე გადასვლა, თანმიმდევ- რობის შენარჩუნება ან სულაც, დაწყება. მსგავსი ენობრივი ფორმულების გაცნობა მათ ამ სირთულეების დაძლევაში დაეხმარება: ტექსტში (ლექსში, პოეტურ ნაწარმოებში, ლირიკულ ნაწარმოებში) საუბა- რია… აღწერილია… ავტორი ეხება… აღწერს… საუბრობს… მოგვითხრობს... გვიყვება… თანდართულ ცხრილში კი დაჯგუფებულია ის ძირითადი შეფასებითი/აღ- წერითი ელემენტები, რომლებიც მხატვრული ტექსტის ანალიზისას გხვდება ლიტერატურათმცოდნეების კვლევებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий