გაკვეთილის გეგმები

სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური გეგმა მე-7 კლასი - ნახვა
სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური გეგმა მე-7 კლასი - ნახვა
სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური გეგმა მე-7 კლასი - ნახვ






საგანი: ქართული ენა
კლასი: მე-8
მასწავლებელი: დიანა სანიკიძე
გაკვეთილის თემა: სეთურის ქვეყანა
,, მოსე ზამთარაძის ნაამბობი“- ჭაბუა ამირეჯიბის,,დათა თუთაშხიას“მიხედვით
მიზან:მოსწავლეებმა შეძლონ მხატვრული ტექსტის  გაგება-გააზრება,საგანთაშორისი ურთიერთობების დანახვა;  დააკვირდებიან და შეაფასებენ პერსონაჟთა ხასიათებსა და ქცევას,მათი სახით შეძლებენ ავტორის მიზანდასახულობის დანახვასა და განზოგადებას ;რეალურ ცხოვრებაში მსგავსი პრობლემის იდენტიფიკაციას.გარდა ამისა ,გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის,თანამშრომლობითი უნარებისა  და პრეზენტაციის უნარი; განუვითარდებათ  მეტაკოგნიტური უნრები.
კლასის ორგანიზების ფორმები:საერთო საკლასო და ჯგუფური.
რესურსი:  სახელმძღვანელო,პროექტორი,სლაიდი,თაბახის ფურცლები,ფერადი სტიკერები
დაფა,ცარცი,მაგნიტური ფოლაქები.
შესაბამისობა ესგ-თან:

მიმართულება: ზეპირმეტყველება


ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
· სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
· საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ  მონაცემებს,    თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;


მიმართულება: კითხვა

ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·         აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·         ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·         არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;

ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს;


მიმართულება: წერა

ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.

            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·  წერს ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
·     ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები,)დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.ისწავლიან პერსონაჟზე დაკვირვებას; დაინახავენ საგანთაშორის ურთიერთობას; მოცემული მონაკვეთის მთავარი სათქმელისა და მწერლის მიზანდასახულობის გამოკვეთას; ისწავლიან საორგანიზაციო საკითხებს, ეფექტურ პრეზენტაციებს; დაეუფლებიან გუნდური მუშაობის პრინციპებს.ისწავლიან ტექსტის გაანალიზებას,წვდომას,სხვადასხვა აქტივობებისა და სტრატეგიების მიზანმიმართულად გამოყენებას.
·         მოსწავლეები გაიაზრებენ პრობლემას და შეძლებენ იპოვონ გადაჭრის გზები.გაითავისებენ ,რომ ადამიანი იბადება თანასწორი უფლებებითა და თავისუფლებით,რომ ადამიანს აქვს თანდაყოლილი ღირსების გრძნობა და არავის აქვს უფლება შეურაცხყოს ,დაამციროს და აბუჩად აიგდოს სხვათა სიცოცხლე ..
·         განათლებული ადამიანის დამონება რთულია;
·         მოსწავლეებმა გამოიმუშავეს მსჯელობის,ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა.



·         ორგანიზაციული მხარის მოწესრიგება ------------1 წთ
·         მინი ლექცია თავად ნაწარმოებსა და მისი ეკრანიზაციის შესახებ(მელოდია ფილმიდან,თან მიეწოდებათ ინფორმაცია,თუ ვინ იყვნენ კომპოზიტორები).2წთ
მიზნის გაცნობა
დრო
მოსწავლეები თავად გაიაზრებენ თუ რა უნარ-ჩვევასა და ცოდნას მიიღებენ კონკრეტული გაკვეთილიდან და რა კრიტერიუმებით შეფასდებიან

3წთ
მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაიდით მიეწოდებათ ინფორმაცია


                          
აქტივობა  1
წინარე ცოდნის გააქტიურება.
დრო
აქტივობის მიზანი
მოთელვა,კლასის ჩართვა, კონკრეტულ საკითხთან მიახლოება.ტერმინების სწორად გამოყენება
5წთ
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი სვამს  კითხვებს ფონის დასადგენად.
კითხვები:რას ეხება საანალიზო ტექსტი?
როგორ ფიქრობთ,რა ფუნქცია აქვს თხრობაში ,,უცხო კაცების, გარედან მოსული ადამიანების“ჩართვას?
მასწავლებელი ეკითხება რამდენიმე ლექსიკური ერთეულის მნიშვნელობას: ტოტალიტარიზმი,ტირანია,დემაგოგია და განმარტებებს ურიგებს ჯგუფებს(მსჯელობისას სწორად გამოყენების  მიზნით).





აქტივობა 2
კენჭისყრა,მომზადება ჯგუფური მუშაობისათვის
დრო
აქტივობის მიზანი
აირჩიონ პერსონაჟი,რომელსაც დაახასიათებენ ჯგუფში(თან წარმოადგინონ იმავე პერსონაჟის რომელიმე კონკრეტული მახასიათებელი,შეიძლება კარიკატურაც)
2წთ
აქტივობის აღწერა
ფერად ფურცლებზე (სტიკერებზე) წინასწარ დაწერილი მექნება პერსონაჟთა სახელები.


         
აქტივობა 3
ჯგუფური მუშაობა

აქტივობის მიზანი
თანამშრომლობითი უნარი; ცოდნის კონსტრუირება
3 წთ
აქტივობის აღწერა
კენჭისყრით  არჩეულ პერსონაჟს  (არქიფო სეთური, კაკოია თაბაგარი,ასინეთა,ბრბო,ბავშვები) ახასიათებენ.იყენებენ სახელმძღვანელოს და შეძენილ ცოდნას ახარისხებენ(შეიძლება წერილობით ჩამოაყალიბონ,შეიძლება ზეპირად). გამოკვეთენ პერსონაჟის სპეციფიკურ ფრაზას,კონკრეტულ მახასიათებელს,შეიძლება კარიკატურაც შექმნან. 



აქტივობა 4
ჯგუფების პრეზენტაცია.პარალელურად სლაიდის ჩვენება   

აქტივობის მიზანი
თანამშრომლობითი, პრეზენტაციის უნარის გამომუშავება. სლაიდის ჩვენება დაეხმარება პერსონაჟის თვისებების ვიზუალურ წარმოსახვაში

12 წთ
აქტივობის აღწერა
მასწავლებელს მომზადებული აქვს პერსონაჟთა სურათები ფილმიდან,,დათა თუთაშხია“ და სლაიდით აჩვენებს



აქტივობა 5
წერილობით ჩამოაყალიბონ სეთურის ქვეყნის,, კონსტიტუცია“

აქტივობის მიზანი
ამ აქტივობით  ახალ პროდუქტს ქმნიან, რისთვისაც რთავენ მაღალ სააზროვნო უნარებს. ყურადღებას ამახვილებენ პერსონაჟის(არქიფოს) გამონათქვამებზე. მოწმდება ტექსტის ცოდნაც
3წთ
აქტივობის აღწერა
პერსონაჟის გამონათქვამებზე დაკვირვებით  ქმნიან წესდებების ერთობლიობას(თითო ჯგუფი ორ-ორს)“,მასწავლებელი ფურცლებს  აკრავს დაფაზე.(შეიძლება წერილობით ჩამოაყალიბონ,შეიძლება ზეპირად).


აქტივობა  6 : დაფაზე წინასწარ წერია თემის სათაური ,,სეთურის ქვეყანა“.მასწავლებელი  მოსწავლეების პასუხებს,პერსონაჟების მახასიათებლებს , ასოციაციური რუკის საშუალებით წერს დაფაზე( იქმნება კაცის ფორმის გამოსახულება).
 როგორი ქვეყანა მივიღეთ?(ტოტალიტარული)----------------------------------2წთ

აქტივობა 7:  კითხვები გააზრება- შეფასებისთვის სავარაუდო პასუხებით            ( 5წთ)
რატომ აირჩია მწერალმა მოქმედების ადგილად დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილი საირმის ტყე?
 საირმის ტყე კაცის თვალიდან მოშორებული ადგილია, ჩაკეტილი სამყაროს სიმბოლო.......
  რა წაართვეს საირმის საზოგადოებას?( თავისუფლება........
 
 
შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ არქიფო სეთური დიქტატორის განზოგადებულ სახედ  ?
რა იყო ავტორის მიზანდასახულობა?
 
დასკვნა:  თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარია ადამიანისათვის;
                    განათლებული ადამიანის დამონება რთულია;
 
სლაიდის საშუალებით ეძლევათ საშინაო დავალება
დაწერონ  თხზულება თემაზე: ,,მაგრამ რად გვინდა მხოლოდ მშვიდობა , თუ ჭერქვეშ არ გვაქვს თავისუფლება.“
წაიკითხონ ნ.ლორთქიფანიძის,,მონა“

შეფასება:
·         განმავითარებელი:
უკუკავშირი. 
თვითშეფასება----- ჯგუფური მუშაობა
·         განმსაზღვრელი
ჩართულობა


                                     
 გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
     
          მიღწევის დონე.


კრიტერიუმები
1
2
არგუმენტირებული მსჯელობა
მსჯელობს გარკვევით,მაგრამ უჭირს არგუმენტირებულად წარმოადგინოს მოსაზრება.
მსჯელობს გარკვევით და ამომწურავად.არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას;

მეტყველება
მეტყველებს თანმიმდევრულად,აქვს მწირი ლექსიკა.
მეტყველებს თანმიმდევრულად,გამართულად,აქვს მდიდარი ლექსიკა.

აქტიურობა
აქტიურობა,ჩართულობა სუსტია.ჩართული იყო 1-2 აქტივობაში;
აქტიურია საკლასო დისკუსიაში,ჯგუფურ მუშაობაში.თითქმის ყველა აქტივობაში ჩართულია;

ჯგუფური მუშაობის უნარი
არ უსმენს სხვებს,არ აცდის საუბრის დამთავრებას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.  სხვის აზრს პატივს სცემს;

დროის ლიმიტი
ცდილობს,მაგრამ ვერ იცავს დროის ლიმიტს
იცავს დროის ლიმიტს


  
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
კი
არა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია


ჯგუფის წევრები უსმენენ  ერთმანეთს


ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ(აზრის გამოხატვის თანაბარი პირობებია)


ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას,აკეთებს დასკვნებს


ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს


ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს




Комментариев нет:

Отправить комментарий